თურქული პრესა 06.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

80942
თურქული პრესა 06.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პალესტინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღაზის სკოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო ისრაელი საერთაშორისო სასამართლოს გადასცა და მისი დასჯა მოითხოვა


იენი შაფაკი ღაზაში მიღწეულ სამ დღიან მორატორიუმთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებას ათავსებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის კვალდაკვალ უნდა დაიწყოს ღაზის აღდგენა და ამ მიზნით მზად არიან თურქული ეკიპაჟებიც, რომლებიც ღაზაში ყოველდღიური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩადგომისათვის და მისი აღმშენებლობისათვის ყველაფერს გააკეთებენ


საბაჰი ეკონომიკურ გვერდზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ს თურქეთის განყოფილების გამგე მარკ ლევისთან ინტერვიუს აქვეყნებს. იგი ქება დიდებას ასხამს თურქეთის ეკონომიკას და ხაზს უსვამს, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისების და გამოწვევების მიუხედავად ანკარამ დაამტკიცა, მისი ეკონომიკა უკვე მყარად დგას ფეხზე, წლითიწლობით იზრდება და დებიტორ ქვეყნიდან კრედიტორ ქვეყნად გადაიქცა


იენი შაფაკის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ აშშ-ს ყოველკვირეულმა ჟურნალმა “Defense News“-მა თავდაცვის მრეწველობაში მომუშავე მსოფლიოს ყველაზე უდიდესი 100 ფირმის სია გამოაქვეყნა და მასში 67-ე ადგილზე თურქული ფირმა “ASELSAN“-ი განათავსა, როცა ეს ფირმა გასული წლის სიაში 74-ე ადგილზე იყო


სტარის მიხედვით კი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთს 15 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც 4,73% მეტია გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და ამით თურქეთი უცხოელ ტურისტთა რაოდენობით ხმელთაშუაზღვის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე გავიდა


“ბაირაქი მსოფლიო ჩემპიონია“, ასეთი სახელწოდების სტატიას აქვეყნებს სპორტულ გვერდზე ჰაბერთურქი და მისი მიხედვით ახალგაზრდა მოჭიდავეებს შორის ხორვატიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 74 კგ-ის წონით კატეგორიაში თურქმა ფალავანმა ფურქან ბაირაქმა ფინალში 4:2 დაამარცხა ირანელი მეტოქე ფაიმა ბოუერი და ოქროს მედალთან ერთად მსოფლიო ჩემპიონის წოდებაც მოიპოვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები