თურქული პრესა 05.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

79712
თურქული პრესა 05.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელის პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ მოშე ფეიგლინმა ღაზაში ეთნიკური წმენდის გაგრძელება მოითხოვა და მის ფარგლებში მამა-პაპური ადგილებიდან აყრილი პალესტინელების საკონცენტრაციო ბანაკებში თავმოყრას დაუჭირა მხარი


ჰურრიეთის ცნობით კი ისრაელის არმიამ გუშინ 10:00 საათზე დაწყებული მორატორიუმი 6 წუთის გასვლის შემდეგ დაარღვია და საჰაერო თავდასხმა განახორციელა ლტოლვილთა ბანაკზე, რის შედეგადაც კიდევ ერთი 8 წლის გოგონა დაიღუპა


“ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ვათანში და მისი მიხედვით გუშინწინ ჩინეთის სამხრეთში მდებარე იუნნანის პროვინციაში მომხდარ 6,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 400 კაცს მიაღწია, ხოლო დაკარგულად ითვლება კიდევ ათობით ადამიანი. მიწისძვრის რეგიონში სულ 12 ათასი სახლი და ნაგებობა დაინგრა რა, იქ ჩავიდა ქვეყნის პრემიერმინისტრი ლი ქეციანგი, რომელიც თვით ხელმძღვანელობს სამაშველო საქმიანობებს


სტარი იტყობინება რომ 28 აგვისტოს ვადა ეწურება თურქეთისრიგით მე-11 პრეზიდენტ აბდულლაჰ გიულს და მან უკვე დაიწყო რა გამოსამშვიდობებელი შეხვედრები, გუშინ მის ფარგლებში ჯერ პარლამენტს ეწვია და დეპუტატებს გამოემშვიდობა, შემდეგ კი მთავრობის ოფისს ეწვია და მინისტრებს და პრემიერმინისტრ რეჯეპ თაიიპ ერდოღანს გამოემშვიდობა

ჰაბერთურქში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაა გამოქვეყნებული და მასში ყურადღება ექცევა დასავლეთ აფრიკას მოდებულ ებოლას ვირუსს, რომელმაც უკვე 800-მდე კაცი იმსხვერპლა, ხოლო ათასობით კი ინფიცირებულია. ორგანიზაციის განცხადებით თუ სასწრაფო პრევენციული ზომები არ იქნება მიღებული ამ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ, მაშინ, იგი მთელს დედამიწას დაემუქრება


აქშამი ინტერვიუს აქვეყნებს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრ ომერ ჩელიქთან, რომელიც ხაზს უსვამს, რომ კანის ბოლო კინოფესტივალზე ამ ფესტივალის მთავარი ჯილდოს, ოქროს პალმის მფლობელი თურქი რეჟისორის ნური ბილგე ჯეილანის ფილმი “ზამთრის ძილი“ წარდგენილ იქნება მომავალი წლის ოსკარის პრემიაზე


მილლიეთის სპორტულ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ახალგაზრდა ვაჟ კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიმარჯვეს თურქმა კალათბურთელებმა და ტურნირის ვარსკვლავად აღიარებულ იქნა ეგემენ გუვენი, რომლის განცხადებითაც მისი კუმირია დირკ ნოვიცკი და მის მსგავსად ისიც აშშ-ს NBA-ში თამაშზე ოცნებობს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები