თურქული პრესა 04.08.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

78648
თურქული პრესა 04.08.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრმა ერდოღანმა გუშინ ამ რანგში ბოლო საარჩევნო მიტინგი გამართა სტამბოლში და თქვა, რომ 10 აგვისტოს თურქი ხალხი პირველად აირჩევს თავის პრეზიდენტს და ამით ახალი ერა დაიწყება რესპუბლიკის ისტორიაში. მისივე თქმით იგი აირჩევა თუ არ აირჩევა პრეზიდენტად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, რადგან, იგი სიცოცხლის ბოლომდე უანგაროდ მოემსახურება თურქ ხალხს


ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით ისრაელი ღაზაში ყოველ ერთ საათში 1 ბავშვს კლავს, ხოლო ამის პარალელურად ასობით ბავშვი ინვალიდდება, რადგან დაბომბვების დროს ისინი სხეულის რომელიმე ნაწილს კარგავენ. აქვე ხუთი წლის ღაზელი ბავშვის, აფეთქებისგან ხელის მტევან დაკარგული ჰანას დედისადმი მიმართული კითხვაა გამოქვეყნებული, რომელშიც იგი “დედა, მე რომ გავიზრდები ეს დაკარგული ხელი გამეზრდება თუ არა“ ეკითხება


ჰაბერთურქის მიხედვით კი ესადის ბომბდამშენებმა დედაქალაქ დამასკოს კაფრ ბატნას რაიონში მოქმედ ბაზარში ვაკუუმის ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 44 კაცი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა და მათ შორის ზოგიერთების მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო იმის გამო რომ საველე ჰოსპიტალებში, რომლებშიც გადაიყვანეს დაჭრილები, მედიკამენტების და სამედიცინო ხელსაწყო-აპარატურების დეფიციტია, ამიტომ დაღუპულთა რაოდენობაში ზრდას ელიან


“ებოლა აფრიკელებს ანადგურებს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას მილლიეთში და მასში ვკითხულობთ: მომაკვდინებელი ებოლას ვირუსი სულ უფრო მასიურად ვრცელდება დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში და მას უკვე 700 კაცი შეეწირა, ხოლო ატასობით კი ინფიცირებულია. მართალია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დიდ მცდელობებს იჩენს ებოლას შეჩერებისათვის, მაგრამ, მისი კონტროლზე მთლიანად აყვანას ვერაფრით ვერ ახერხებენ



საბაჰი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ ქალაქ ბურსაში მოქმედი “Oyak Renault“-ის ძრავების მწარმოებელ ქარხანაში “Renault“-ის გარდა ამიერიდან ძრავების წარმოება დაიწყება იაპუნური “Nissan“ და რუმინული “Dacia“-ს ავტომანქანებისთვისაც და ამიტომ ამ ქარხნის წარმადობა თუ გასულ წელს 274 ათასი ცალი ძრავა იყო, მას მიმდინარე წელს 450 ათას ცალამდე გაზრდიან


ვათანის სპორტულ გვერდზე ვკითხულობთ: ორი კვირის წინ ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა თურქეთის იუნიორ კალათბურთელ ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა, ხოლო გუშინ კი ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა ასევე ვაჟ კალათბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმაც, რომელმაც ქალაქ კონიაში გამართულ ფინალურ შეხვედრაში 85:68 დაამარცხა სერბეთის ნაკრები და პირველად კალათბურთის ისტორიაში დაეუფლა ამ წოდებას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები