03. 08. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

78148
03. 08. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს სტატიას სათაურით:-”მოკლულ იქნა 1660 ადამიანი”.
წერს, რომ ისრაელის ღაზაზე, 7 ივლისიდან დაწყებულ თავდასხმებში მოკლულთა რაოდენობამ 1660-ს მიაღწია.
გუშინ კი დაიბომბა უნივერსიტეტის შენობა. თანდათან უფრო იზრდება პალესტინელი მოკლულების რაოდენობა. ამ დროს კი, ისრაელელი ფანატიკოსები ვერ ძღებიან ადამინის სისხლით. ისრაელის მსოფლიო მასშტაბით პოპულარული პოლიტიკური გაზეთი Times of Israel-ი, ორი დღის წინ, იოჰან გორდიონის ავტორობით დაწერილ სტატიაში აღნიშნავდა, რომ ქალების, ბავშვების ჩათვლით ყველა პალესტინელის განადგურება ლეგიტიმურია. წმინდა მიზნისთვის მხოლოდ ჰამასის კი არა, ქალების და ბავშვების ჩათვლით ყველა უმწეო ადამიანის გენოციდია მისაღები.
გაზეთი ”აქშამი”-ი კი წერს, რომ დაკარგული ჯარისკაცის მომიზეზებით ცეცხლის შეწყვეტის დამრღვევმა ისრაელმა, 48 საათში მოკლა 110 პალესტინელი. მაშინ როცა ადგილი აღარ იყო მორგში, ბავშვების გვამები მაცივრებში შეინახეს.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ დაძაბულობაა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე. ხუთი დღის წინ დაწყებული დაძაბულობა გუშინაც გაგრძელდა. მთიანი ყარაბაღის რეგიონში კიდევ იქნა მოკლული 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი.
გაზეთი ”ვათან”-ი, ეკონომიკურ გვერდში წერს, რომ თურქეთის საავტომობილო სექტორის ექსპორტმა იმატა რა, 9,7 %-ი, 7 თვეში მიაღწია 14 მილიარდ დოლარს.
წინა წლის ივლისის ექსპორტთან შედარებით, წლევანდელი ივლისის ექსპორტი გაზარდა 2,1 %-ი, შემოსავალმა კი მიაღწია მილიარდ 994 მილიონ 291-ი ათას დოლარს.
გაზეთი ”სტარ”-ი კი წერს, რომ ტურიზმში, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა თურქეთი. გაზეთი ყურადღებას ამახვილებს თურქეთის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტის ბაშარან ულუსოის კასტამონის საგუბერნატოროში გაკეთებულ მოხსენებაზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები