26. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

71604
26. 07. 2014. თურქული პრესა


დღევანდელი თურქული პრესა ფართო ადგილს უთმობს ისრაელ-პალესტინას შორის თურქეთის დროით 7 საათიდან გამოცხადებულ 12 საათიან ცეცხლის შეწყვეტას. აღნიშნავენ, რომ ისრაელმა და პალესტინის მხარემ მიიღო გაეროს გენერალური მდივნის ბანკი მუნის 12 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი წერს, რომ თურქეთმა და კატარმა, რომლებიც მრავალნაირ მცდელობას მიმართავდნენ ცეცხლის შეწყვეტისთვის, კმაყოფილება გამოთქვეს ამ მდგომარეობით. გაზეთი ”სტარ”-ი კი აღნიშნავს, რომ ღაზაში მძიმე პირობებში მყოფი მოსახლეობისთვის თურქეთის რელიგიურმა საქმეთა სამმართველომ წამოიწყო ჰუმანიტარული დახმარების ინიციატივა.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი წერს სტატიას სახელწოდებით:-”ჩქაროსნული ცხოვრება”. ყურადღებას ამახვილებს პრემიერ ერდოღანის მონაწილეობით მატარებლის მომსახურებაში გადასვლაზე. აღნიშნავს, რომ როგორც იქნა განხორციელდა 70 წლოვანი ოცნება. ყურადღებას ამახვილებს ჩქაროსნული მატარებლის მომსახურებაში გადასვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებაზე მოხსენებით გამოსული პრემიერის ერდოღანის სიტყვებზე. მატარებლით შესაძლებელი იქნება აზიიდან ევროპაში მგზავრობა. მატარებელი დროდადრო შესძლებს საათში 255 კმ სიჩქარეზე ასვლას. 2015 წელში იგი დაუკავშირდება მარმარისს. 2017 წლიდან ჩქაროსნული მატარებლის წარმოება მოხდება ესკიშეჰირში.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ თურქეთ-ხორვატიას შორის გაუქმდა სავიზო რეჟიმი. ჯერ კიდევ 16 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ცხოვრებაში გატარება მოხდა საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ. დღეიდან თურქი მოქალაქეები შესძლებენ 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ხორვატიაში დარჩენას და მოგზაურობას.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით გაიზარდა თურქეთის მთავრობისადმი ნდობა. ევროკავშირის ტრადიციული Eourobarometr-ის, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებში წარმართული გამოკვლევით უკანასკნელ 6 თვეში თურქეთში მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა 16 პუნქტით.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით,Ford Otosan-ის გენერალური დირექტორი ჰეიდარ იენიგუნი იტყობინება, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი სატვირთო მანქანების ბაზარს ჩინეთს მისცემენ სატვირთო მანქანების წარმოების ლიცენზიას. Ford Otosan-ის ლიცენზიით ნაწარმი ტრანსპორტის გაყიდვა მოხდება ჩინეთშივე. ყოველი გაყიდული მანქანიდან Ford Otosan-ი მიიღებს 390 ევროს შემოსავალს.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს მზის ენერგიის მრეწველობის ასოციაციის გამგეობის თავჯდომარის მოადგილის ჰაქან ერქანის სიტყვების შესახებ. მისი თქმით წლის ბოლომდე მზის ენერგიის დამონტაჟდება მიაღწევს 50 მგვტ-ს და ინვესტიცია გახდება 50 მილიონი ევრო.
”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით, თავის თანამდებობას დატოვებს აშშ-ში თეთრ სახლში 2 წლის განმავლობაში თურქეთ-საბერძნეთის და კვიპროსის საკითხების გამგებელი კრისტინა ბობროვი და მის მაგივრად ამ თანამდებობაზე მოვა აშშ-ის ლონდონის ელჩი ვილლიამ თუთთლე.


 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები