თურქული პრესა 25.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

70287
თურქული პრესა 25.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელმა გუშინ კიდევ ერთი ცოდვა ჩაიდინა და ღაზაში დაბომბა სკოლა, რომლის კოორდინატები გაეროს ტელ ავივისათვის ჰქონდა მიცემული და იგი არ უნდა დაებომბათ. სკოლა ტანკებიდან დაიბომბა და ათობით ბავშვი დაიღუპა და ასობით დაიჭრა, წერს ვათანი


საბაჰიც აშუქებს ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე და წერს, რომ დაღუპულებისა და დაჭრილების მესამედს ბავშვები წარმოადგენენ და ისინი ყოველდღიური შიშის ქვეშ არიან რა, ამიტომაც საერთაშორისო ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ცნობით ამჟამად სულიერ ტრავმას განიცდის დაახლოებით 72 ათასამდე ღაზელი ბავშვი და მათ სერიოზული მკურნალობა ესაჭიროებათ


“ისრაელი აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას იენი შაფაკში და მისი მიხედვით ეს სიტყვები ეკუთვნის თურქეთის პრემიერ ერდოღანს და ეს სიტყვები მან წარმოთქვა გუშინ, ქალაქ მერსინის საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას. “თუ ისრაელი ასე გააგრძელებს ღაზაზე თავდასხმებს, მაშინ, ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რათა ისრაელი წარსდგეს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე“, განაცხადა ერდოღანმა


აქშამის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ გუშინ სტამბოლის ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე საშუალო ინდექსმა ერთბაშად 970 პუნქტით მოიმატა რა, მთლიანობაში 83824 პუნქტს მიაღწია და ბოლო 14 თვის რეკორდი დაამყარა, ხოლო ამის პარალელურად საგრძნობლად დაიკლო ევროს და დოლარის ფასმა
თურქეთის ბანკების მუშაობას აანალიზებს სტარი ეკონომიკურ გვერდზე და წერს: მიმდინარე წლის პირველი ნახევარი წარმატებით დაასრულეს ბანკებმა და მარტო სამი ბანკის ექვს თვიანმა სუფთა მოგებამ 3,7 მილიარდ ლირას გადააჭარბა


საბაჰი კი ივნისის თვეში თურქეთში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა რაოდენობას ეხება და წერს რომ გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 6,41%-ით მოიმატა მათმა რაოდენობამ რა, 4 მილიონ 335 ათასს მიაღწია, ხოლო ექვს თვეში ჩამოსულ უცხოელ ტურისტთა მთლიანმა რაოდენობამ კი 15 მილიონს გადააჭარბა


მილლიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ყოველწლიურად იზრდება ინგლისელების ინტერესი თურქული სამზარეულოს მიმართ და ისინი უკვე თურქულ საკვებ პროდუქტებს ინტერნეტიდან ყიდულობენ. ყოველწლიურად თურქეთში დასასვენებლად და სამოგზაუროდ ჩამოდის 2,5 მილიონი ინგლისელი ტურისტი და სამშობლოში დაბრუნებისას თან მიაქვთ პროდუქტები და თურქული სამზარეულოს ნიმუშები, იტყობინება მილლიეთი

ჰურრიეთის სპორტულ გვერდზე ყურადღებას იქცევს სტატია სახელწოდებით “2 დღეში 2 რეკორდი“ და მასში ვკითხულობთ: პროფესიონალმა თურქმა ფრიდაივერმა (სიღრმეში მყვინთავმა) ქალმა შაჰიქა ერჯუმენმა გუშინწინ და გუშინ ზედიზედ ორი რეკორდი დაამყარა. პირველი რეკორდი გუშინწინ უპალეტო ცვალებადი სიმძიმის ჩაყვინთვაში დაამყარა, რადგან 91 მეტრის სიღრმემდე ჩაყვინთა, ხოლო გუშინ, 72 მეტრამდის ჩაყვინთა უპალეტო თავისუფალი ჩაყვინთვის კატეგორიაშიც და ამით თავისი წინა რეკორდიც გააუმჯობესა

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები