თურქული პრესა 20.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

64765
თურქული პრესა 20.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელის მხრიდან ღაზაზე სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები კვლავ გრძელდება და მის პარალელურად ჰუმანიტარული მდგომარეობაც ღრმავდება და მძიმდება, რადგან ქალაქს უკვე არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია, მედიკამენტების მარაგიც საგრძნობლად შემცირდა და დეფიციტიც დაიწყო, ამიტომაც ქალაქის ხელისუფლების თქმით ამ მხრივ მომავალი 3 დღე მეტად კრიტიკული იქნება


მილლიეთის ცნობით ისრაელის თავდასხმებს 80-მდე ბავშვიც შეეწირა და ბავშვთა მკვლელობის შეჩერების მიზნით საერთაშორისო და პალესტინურმა ორგანიზაციებმა ორივე მხარეს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს


ჰაბერთურქი კი იუწყება რომ ანკარამ ღაზაში თავდასხმების შეჩერებისა და მშვიდობის აღდგენის მიზნით საკუთარი გზამკვლევი მოამზადა, რომელიც 5 მუხლისაგან შესდგება და ესენია: ოპერაციების შეჩერება, დროებითი მორატორიუმის მიღება, ღაზის ბლოკადის მოხსნა, ჰუმანიტარული დახმარებების მიღებისათვის ერთი პორტის გამოყოფა, საჰაერო დერეფნის გახსნა და შალიდის სანაცვლოდ 59 პალესტინელის განთავისუფლება


ჰურრიეთი წერს რომ 2007 წელს თურქეთის პრეზიდენტად არჩეულ აბდულლაჰ გიულს მომავალ თვეში ეწურება პრეზიდენტობის ვადა და მან ბოლო გამოსათხოვარი ვიზიტი ჩრდილოეთ კვიპროსში განახორციელა, სადაც მონაწილეობას იღებს ამ ქვეყნის შექმნის 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაში. აქ წარმოთქმულ სიტყვაში თქვა რომ ანკარის საგარეო პოლიტიკის ერთ ერთ მთავარ და პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს კვიპროსის პრობლემის საბოლოო მოგვარება, რისთვისაც იგი ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს


ვათანი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრ ლუტფი ელვანთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც იგი ამბობს, რომ თურქული ავიაცია თავისი დღევანდელი დონით და პერფორმანსით მსოფლიოს ერთ ერთ ყველაზე უძლიერეს მოთამაშეს წარმოადგენს, უფრო მეტიც, თურქეთი ევროპაში პირველ ადგილზე დგას საფრენი წერტილების რაოდენობით


“ქალმა ფრენბურთელებმა გვასახელეს“, ასეთი სათაურის სტატიით ეხმიანება თურქეთის ქალ ფრენბურთელთა გამარჯვებას იენი შაფაკი და წერს რომ ევროპის ჩემპიონატზე თურქეთის ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალურ გასვლით საპასუხო მატჩში ანგარიშით 3:1 დაამარცხა გერმანიის ნაკრები და იმის გამო რომ პირველი მატჩიც ასეთივე ანგარიშით ჰქონდა მოგებული თავის სტადიონზე, ამიტომაც პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი და მასთან ერთად მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატში პირდაპირი მონაწილეობის უფლებაც მიიღო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები