19. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

64317
19. 07. 2014. თურქული პრესა


თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ ”სტარ”-ით, რომელიც წერს პალესტინის სახელმწიფო მეთაურის თურქეთში ვიზიტზე და პრეზიდენტ აბდულლა გუილთან შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე. აღნიშნავს, რომ აბბასის და გუილის განცხადებაში აღინიშნა ისრაელის თავდასხმის მიზანი, რომელიც ითვალისწინებს ჰამასს და პალესტინას შორის კომპრომისის დარღვევას.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ი ყურადღებას ამახვილებს პრემიერ მინისტრის რ.თ ერდოღანის სიტყვებზე, რომელიც აღნიშნავს, რომ სანამ არ მოხდება ღაზის საკითხის მოწესრიგება, და სანამ თვითონ არის თანამდებობაზე ვერ მოხდება ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზება. ისრაელი ამჟამად ტერ-აქტს და გენოციდს ახორციელებს.
მან მკაცრი რეაქცია გამოთქვა გაეროს და დასავლეთის იმ ქვეყნების მიმართ რომლებიც ამართლებენ ისრაელს და კანონიერად მიიჩნევენ მის თავდასხმას. ამჟამად ახალ, ჯვაროსნულ ალიანსს ვუპირისპირდებით თქვა მან.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით ღაზაზე თავდასხმამ ფეხზე დააყენა მთელი თურქეთი. ისრაელის წინააღმდეგ აქციები ეწყობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში. ისრაელის სახმელეთო თავდასხმა დაგმო თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ოთხმა პარტიამ და გაავრცელა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია:-”გენოციდად ქცეული თავდასხმების მიტევება ყოვლად შეუძლებელია. ეს არის საომარი დანაშაული.
ისრაელი დადანაშაულებულია ღაზელების განადგურებაში. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისი, იზიარებს მათ მწუხარებას და ყოველთვის მხარში ედგომება მათ.
გაზეთი ”მილლიეთ”-ი წერს, რომ გერმანიის გიგანტური საავიაციო კომპანია Lufthansa, თურქულ საავიაციო კომპანიასთან ერთად ითვალისწინებს ახალი კომპანიის შექმნას და ტროპიკულ კუნძულებზე წასვლის მოსურნე ტურისტების გადაყვანას. პროექტის ცხოვრებაში გატარება გათვალისწინებულია 2015 წლისთვის. საავიაციო კომპანიას ექნება 7 რეისი.
გაზეთი ”მილიეთ”-ი კი იტყობინება, რომ ფამუკკალეს მოსანახულებლად, თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფება ტაილანდის სამეფოს უფლისწული მაჰა ვაჟლარონკორნი და უფროსი ქალიშვილი დედოფალი ლაჰა ვაჟნაკითიაბჰა. სიამოვნებით ათვალიერებენ თურქეთის ამ საუცხოო ღირსშესანიშნაობას, ანტიკურ ქალაქ ჰიერაპოლისს. გადაიღეს მრავალი სურათი და მადლობა გამოთქვეს თურქეთისადმი გაწეული სტუმართმოყვარეობისთვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები