თურქული პრესა 18.07.2014

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

133581
თურქული პრესა 18.07.2014



დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ვათანში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ისრაელის მხრიდან ღაზის პლიაჟზე ოთხი ბავშვის მკვლელობას მძლავრი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისრაელმა ყურად არ იგდო მსოფლიოს შეშფოთება და ღამის საათებში პრემიერ ნეთანიაჰუს ბრძანებით ისრაელის არმიამ ღაზაში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო რა, ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებს 50 ათასი ებრაელი ჯარისკაცი


იენი შაფაკიც აშუქებს ისრაელის თავდასხმას ღაზაზე და წერს, რომ დაჭრილ ღაზელებს მკურნალობას უჩენს ნორვეგიელი ექიმი მადს ჯილბერტიც, რომლის განცხადებითაც დაღუპულების ნახევარზე მეტს ქალები და ბავშვები შეადგენენ. “ისრაელის არმიის თავდასხმის მიზანია ღაზელების დაშინება და მათი წინააღმდეგობის გატეხვა. პალესტინელები მართალია უდიდეს ტკივილს განიცდიან ბავშვების დაღუპვის გამო, მაგრამ, ისინი მაინც არ ტყდებიან და ამ თავდასხმებსაც ერთიანად უმკლავდებიან“, ამბობს ნორვეგიელი ექიმი, წერს იენი შაფაკი


სტარი კი ამ საკითხზე თურქეთის პრეზიდენტის აბდულლაჰ გიულის მხრიდან წარმოთქმულ სიტყვებს უთმობს ადგილს, რომელშიც იგი ამბობს, რომ რაც ხდება ამჟამად ღაზაში, ეს არის მთელი კაცობრიობის სირცხვილი და უმწეობა რა, დადგა დრო მთელი ისლამური სამყაროს ერთიანობისა და სოლიდარობისა
“სად არის ისლამური სამყარო?“, ასეთი სათაურის სტატიას აქვეყნებს ამავე თემაზე ჰაბერთურქი და მისი მიხედვით ეს რიტორიკული კითხვა ეკუთვნის პრემიერ ერდოღანს და იგი წარმოთქვა გუშინ საღამოს სტამბოლში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის თემაა “ისლამი მეცნიერების საღი ინიციატივა მსოფლიო მშვიდობისათვის“. ეს კონფერენცია შესავალი სიტყვით ერდოღანმა გახსნა და მკაცრად გააკრიტიკა როგორც ისლამური სამყარო, ასევე მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ღაზაში მიმდინარე სისხლისღვრის დაუნახაობის და მისდამი გულგრილობის გამო. “ბავშვებისა და ქალების ხოცვას რატომ ვერ ხედავს მსოფლიო, რატომ ხმას არ იღებს ისლამური სამყარო, რატომ დუმს გაერო. ეს უკანასკნელი ვერ ემსახურება მშვიდობა-სტაბილურობას იმიტომ რომ უშიშროების საბჭოში არ არის შეყვანილი არც ერთი მუსლიმანური სახელმწიფო“, განაცხადა ერდოღანმა წერს ჰაბერთურქი


იენი შაფაკის მიხედვით ერდოღანის მითითებით უკვე 15 ათასი პაკეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩაუტანეს ღაზელებს და ეს დახმარება პალესტინელებს ამ კვირის ბოლოს დაურიგდებათ რა, თითო პაკეტი ერთ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ეყოფათ


აქშამი ეკონომიკურ გვერდზე ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით “თურქეთი გახდება IMF-ს ხელმძღვანელი“ და მასში წერია, რომ პირველად ისტორიაში თურქეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდის “IMF“-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოშიც იქნება წარდგენილი და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან თურქეთის წარმომადგენელი ამ საბჭოში იბრაჰიმ ჩანაქჩი, რომელიც გუშინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ავსტრიისაგან გადმოიბარებს “IMF“-ს როტაციულ თავჯდომარეობას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები