17. 07. 2014. თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

133227
17. 07. 2014. თურქული პრესა

 
თურქული პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ით, რომელიც წერს რომ ისრაელის ღაზის პლიაჟზე განხორციელებული თავდასხმის დროს, მოკლულ იქნა ოთხი ბავშვი.
გაზეთის ცნობით თავდასხმის დაწყებიდან მოკლულმა ბავშვთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა.
ამავე თემაზე წერს გაზეთი ”საბაჰ”-ი, რომელიც აღნიშნავს, რომ გუშინ, დილით, ისრაელმა ღაზაში თვითმფრინავით ჩამოყარა ბროშურა. ამ ბროშურებით და ტელეფონით ხალხისადმი გამოითქვა მოწოდება, რომ დაიწყებენ სამხედრო ოპერაციას 100 ათას პიროვნებაზე, ამიტომაც სჯობია გამოვიდნენ სახლებიდან. გაზეთი წერს, რომ ქუჩებში გამოსულმა პალესტინელებმა არც კი იცოდნენ სად შეაფარონ თავი.
ამ თემას ეხმაურება გაზეთი ”ჰურრიეთ”-იც და აღნიშნავს, რომ ისრაელის წარუმატებელი იერიშების შედეგად მიზანში იქნა ამოღებული ჰამასის უფლებამოსილებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების ჩათვლით 35 შენობა. მოითხოვეს სასწრაფოდ დაცალონ საავადმყოფო, სადაც პარალიზებული და კომაში მყოფი პაციენტები არიან.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს სტატიას სათაურით:-”ისრაელი ომის დანაშაულს სჩადის”. ყურადღებას ამახვილებს ისრაელური გაზეთის Haaretz-ის კორესპონდენტის გიდეონ ლევიის ისრაელის არმიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკაზე. აღნიშნავს, რომ ისრაელის არმიამ დაბომბა სკოლა და საავადმყოფო, არ ინდობს მშვიდობიან მოქალაქეებს, იგი სჩადის ომის დანაშაულს.
გაზეთი ”სტარ”-ი კი იტყობნება, რომ სრებრენიცას გენოციდში დამნაშავე აღმოჩნდა ჰოლანდია. ამატებს, რომ 1995 წელში მომხდარ სრებრენიცას გენოციდში, სადაც მოკლულ იქნა 300 ბოსნიელი მოქალაქე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადანაშაულებულ იქნა ჰოლანდია, რადგან ამ ქვეყნის სამშვიდობო ძალებმა ვერ დაიცვეს ბოსნიელი სერბების მხრიდან ოკუპირებული მუსლიმანები. სრებრენიცას გენოციდში დაიღუპა შვიდი ათასზე მეტი ადამიანი. ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მომხდარი ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტა”-წერს გაზეთი.
გაზეთი ”ვათან”-ი წერს, რომ IMF-ეს კონკურენტი გახდა ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის და მექსიკის მონაწილეობით “BRICS’-ის ბანკი, რომელიც იმავე მეთოდით ისარგებლებს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი რადგან მათმა ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება სავალუტო სარეზერვო ფონდის შექმნის შესახებ. “BRICS’-ის სახელმწიფოების ლიდერების ფორტალეზას დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ, ბრაზილიის სახელმწიფო ლიდერის დილიმა რუსსელის გავრცელებული განცხადებით, ახალი განვითარების ბანკის ცენტრი იქნება შანხაი, პასუხისმგებელი მენეჯერი იქნება ინდოეთი და რეგიონული ოფისი იქნება სამხრეთი აფრიკა.
გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით გერმანიის თურქი წარმომავლობის ფეხბურთელმა მესუთ ოზილმა, ფეხბურთის ფედერაციისგან მიღებულ მსოფლიო ჩემპიონობის პრემიას 300 ათას ევროს, დაამატა 150 ათასი ევროც და 450 ათასი ევრო აჩუქა ღაზას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები