პრეზიდენტი ერდოღანი შტაინმაიერს შეხვდება

პრეზიდენტი ერდოღანი შტაინმაიერს შეხვდება

2131189
პრეზიდენტი ერდოღანი შტაინმაიერს შეხვდება

დღეს, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, ერდოღანი, მისი მოწვევით ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ შტაინმაიერს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს.

ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილება თურქეთსა და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველა ასპექტში და შეფასდება რა შეიძლება გაკეთდეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრებზე ასევე განიხილება ისრაელის თავდასხმები პალესტინის ტერიტორიებზე და რეგიონში უახლესი ვითარება, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის უახლესი მოვლენები, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები, გლობალური და სხვა რეგიონალური საკითხები.



მსგავსი ინფორმაციები