იაშარ გიულერმა ერაყში ვიზიტი შეაფასა

იაშარ გიულერმა ერაყში ვიზიტი შეაფასა

2131234
იაშარ გიულერმა ერაყში ვიზიტი შეაფასა

ერაყთან ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა: „ერთობლივი ოპერაციების ცენტრის პასუხისმგებლობა და მიზნები ნათელი იქნება. ახლა ორივე მხარემ მიიღო საერთო გადაწყვეტილება მისი შექმნის შესახებ“.

იაშარ გიულერმა, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში (TBMM), 23 აპრილთან დაკავშირებით (ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დაცვის დღე) გამართულ მიღებაზე პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ერაყთან ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით კითხვაზე გიულერმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მათთან ერთად ვიმუშავებთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ამის შემდეგ გაირკვევა ერთობლივი ოპერატიული ცენტრის პასუხისმგებლობა. ახლა ორივე მხარემ მიიღო საერთო გადაწყვეტილება მისი დაარსების შესახებ“.



მსგავსი ინფორმაციები