პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ერაყში

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ერაყში

2130946
პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტი ერაყში

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერაყში, ქალაქ ერბილში ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრეზიდენტს ნეჩირვან ბარზანის, პრემიერ-მინისტრს მასრურ ბარზანის მის დელეგაციასთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე რეგიონული და გლობალური საკითხები და ტერორიზმთან ბრძოლა განიხილეს.

შეხვედრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სასიამოვნოა ერაყის დღითიდღე ძალადობისგან დაშორების ხილვა და თქვა, რომ დროა დღის წესრიგიდან ამოიღონ ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს საკითხი. ამ კონტექსტში ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში ერთიანობას ანიჭებს მნიშვნელობას და გადაწყვეტილი აქვს, რომ თანამშრომლობა გადაიყვანოს შემდეგ ეტაპზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ერაყთან ხელი მოეწერა ყოვლისმომცველ სამართლებრივ ტექსტებს და ეს თანამშრომლობის პერსპექტივა ასევე მოიცავს ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის რეგიონს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქ ბაღდადში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმით მსოფლიოსთვის გამოცხადებული „განვითარების გზა“ ემსახურება მთელი ერაყის კეთილდღეობასა და მშვიდობას და რომ ბაღდადისა და ერბილის მმართველობებმა უნდა დაამყარონ ჯანსაღი დიალოგი და სამუშაო ურთიერთობა მესამე მხარის ჩარევის გარეშე.

პრეზიდენტმა ისაუბრა თურქეთის სურვილზე გააუმჯობესოს სავაჭრო ურთიერთობები ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობასთან  და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ოვაქოი-ფიშჰაბურის სასაზღვრო კარი და დაიწყოს მანქანების გადაადგილება დერეჯიკ-ზეთის სასაზღვრო კარით.

ერდოღანის თქმით, თვლის, რომ რეგიონში თურქმენების უფლებები და ინტერესები, განსაკუთრებით მათი პოლიტიკური წარმომადგენლობა დაცული იქნება.

პრეზიდენტ ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრეზიდენის ოფისმა წერილობითი განცხადება გააკეთა.

მასში აღინიშნა, რომ ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის პრეზიდენტმა ნეჩირვან ბარზანიმ და პრემიერ-მინისტრმა მასრურ ბარზანიმ პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრისას გამოთქვეს თურქეთთან ურთიერთობების განვითარების სურვილი ყველა სფეროში და მადლობა გადაუხადეს რთულ პერიოდში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ერაყში შეხვედრების დაასრულა და დედაქალაქ ანკარაში დაბრუნდა.



მსგავსი ინფორმაციები