ერდოღანი: "PKK-ის ლიკვიდაცია ერაყის ინტერესებშიც შედის"

ერდოღანი: "PKK-ის ლიკვიდაცია ერაყის ინტერესებშიც შედის"

2131059
ერდოღანი: "PKK-ის ლიკვიდაცია ერაყის ინტერესებშიც შედის"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ის ლიკვიდაცია ერაყის ინტერესებშიც შედის.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ერაყში ვიზიტიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყში გუშინდელი ვიზიტის დროს განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და შეაფასეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შეუძლიათ, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილებების გავლენები.

პრეზიდენმტა აღნიშნა, რომ ერაყმა ცოტა ხნის წინ ტერორისტული ორგანიზაცია PKK აკრძალულ ორგანიზაციად გამოაცხადა და დაამატა: „ჩვენ გამოვხატეთ ამის გამო ჩვენი ქვეყნის კმაყოფილება“.

მისივე თქმით, მათ სურთ ტერორიზმთან ბრძოლა ერაყთან ერთად განახორციელონ.

„PKK/PYD/YPG ტერორისტული ორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ერაყის სტაბილურობას, განვითარებას და მშვიდობას. ასევე ერაყის ინტერესებშია ამ საფრთხის აღმოფხვრა. მე მჯერა, რომ ისინი ხედავენ ამ სიმართლეს და გამოიჩენენ ნებას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ერაყის განვითარების ხედვისა და საერთაშორისო ინვესტიციების უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, რომ ეს ტერორისტული ორმოები ამოივსოს და ერაყისთვის პროგნოზირებადი მომავალი აშენდეს“. - თქვა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ასე თუ ისე გაანადგურებენ ტერორიზმს და დაამატა: „ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილება გვაქვს ამ საკითხში. არასოდეს დავუტოვებთ მოედანს მათ, ვინც ტერორთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად მოქმედებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს იარაღად იყენებს“.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები