პრეზიდენტი ერდოღანი ერაყში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს

პრეზიდენტი ერდოღანი ერაყში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს

2130759
პრეზიდენტი ერდოღანი ერაყში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს
erdoğan-sudani-2

ოფიციალური ვიზიტით ერაყში ჩასული, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დედაქალაქ ბაღდადში თავის კოლეგას აბდულ ლატიფ რაშიდის შეხვდა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს, თურქეთისა და ერაყის ორმხრივი ურთიერთობები, ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, რეგიონული და გლობალური საკითხები, მათ შორის ტერორიზმთან ბრძოლა.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს მოლოდინი ერაყისგან ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით და რომ ერაყი უნდა გაიწმინდოს ტერორიზმის ყველა ელემენტისგან.

ოფიციალური ვიზიტით ბაღდადში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ერაყელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვდა.

პრეზიდენტი ერდოღანი ბაღდადში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ერბილშიც გაემგზავრება.



მსგავსი ინფორმაციები