პრეზიდენტი ერდოღანი წლების შემდეგ ერაყს ეწვევა

პრეზიდენტი ერდოღანი წლების შემდეგ ერაყს ეწვევა

2130380
პრეზიდენტი ერდოღანი წლების შემდეგ ერაყს ეწვევა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 31 მარტს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს ერაყში განახორციელებს.

პრეზიდენტი ერდოღანი წლების შემდეგ ერაყს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი პირველ შეხვედრას ბაღდადში, თავის ერაყელ კოლეგა აბდულ ლატიფ რაშიდისთან, შემდეგ კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანისთან გამართავს.

ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი მოიცავს ტერორიზმთან ბრძოლას, წყლის რესურსების გამოყენებას და ბუნებრივი გაზისა და ნავთობის გადინებას თურქეთში.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის 20 მილიარდ დოლარამდე გაზრდაც იგეგმება.

პრეზიდენტი ერდოღანი ბაღდადში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ერბილშიც გაემგზავრება.

ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელია 30-მდე ხელშეკრულების გაფორმება.



მსგავსი ინფორმაციები