პრეზიდენტმა ერდოღანმა და ტანზანიის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა ერდოღანმა და ტანზანიის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

2129577
პრეზიდენტმა ერდოღანმა და ტანზანიის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირისპირი და დელეგაციათაშორისი შეხვედრების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფ ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან სამია სულუჰუ ჰასანთან.

სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ურთიერთობები დღითი დღე ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთ მომგებიანი პრინციპების ფარგლებში და განაგრძო: "ჩვენ განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გასაზრდელად. ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ შარშან 345 მილიონ დოლარს მიაღწია. მიუხედავად ზრდისა, დღევანდელი მაჩვენებლები არ ასახავს რეალურ პოტენციალს. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ვაჭრობის მოცულობა პირველ ეტაპზე 1 მილიარდ დოლარამდე“.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ აფრიკის კონტინენტს მის გულში განსაკუთრებული ადგილი უკავია და პრემიერ-მინისტრობისა და პრეზიდენტობის პერიოდში მან 50-ზე მეტი ვიზიტი განახორციელა კონტინენტზე.

პრეზიდენტის თქმით, მოხარულნი არიან, რომ აფრიკაში თურქეთის ინიციატივას მიესალმებიან კონტინენტის ქვეყნები და ასევე დაამატა:

"ჩვენი გადაწყვეტილება, გავაუმჯობესოთ ურთიერთობა კონტინენტთან ყველა სფეროში, ვაჭრობიდან განათლებამდე, სოფლის მეურნეობიდან ჯანდაცვამდე, ისევ ძალაშია. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა აფრიკის ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე უფრო მეტად გაიგონონ“.

სტუმარმა პრეზიდენტმა ჰასანმა აღნიშნა, რომ თურქეთში ძალიან კარგად მიიღეს და მადლობა გადაუხადა თურქეთს და თურქ ხალხს.

მანვე განაცხადა, რომ ტანზანიამ გაიმეორა ორ ქვეყანას შორის სასარგებლო ურთიერთობების განვითარების ვალდებულება და თქვა: „თურქეთი მართლაც ძალიან ძვირფასი პარტნიორია და ჩემი ვიზიტი აქ ადასტურებს, რამდენად ვაფასებთ ამ პარტნიორობას“.

ჰასანმა პრეზიდენტი ერდოღანი თავის ქვეყანაში მიიწვია.

იმავდროულად, თურქეთის რესპუბლიკასა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკას შორის გაფორმდა 6 ხელშეკრულება ინვესტიციების ხელშეწყობისა და გამარტივების, უმაღლესი განათლების, არქივისა და უმაღლესი განათლების სტიპენდიების სფეროებში.



მსგავსი ინფორმაციები