პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“

პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“

2128902
პრეზიდენტი ერდოღანი: „თურქეთი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას“

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მე გავაგრძელებ პალესტინელთა ბრძოლის დაცვას და ვიქნები ჩაგრული პალესტინელი ხალხის ხმა“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენმა ცხოვრებამ აზრი იპოვა პალესტინის საქმესთან დაკავშირებით. ჰამასი არის ზუსტად ის, რაც თურქეთში დამოუკიდებლობისთვის ომის დროს იყო, Kuva-yi Milliye (თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის არმია). რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ამის თქმას აქვს საფასური. მე როგორც წარსულში, ასევე მომავალშიც გავაგრძელებ პალესტინელთა ბრძოლის დაცვას და ვიქნები ჩაგრული პალესტინელი ხალხის ხმა“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები