პრეზიდენტმა ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს სამძიმარი გამოუცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს სამძიმარი გამოუცხადა

2126672
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ჰამასის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელს ისმაილ ჰანიეს, რომლის შვილები და შვილიშვილები ისრაელის თავდასხმას მოწამეობრივად  ემსხვერპლნენ, სამძიმარი გამოუცხადა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ერდოღანი ჰანიეს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისმაილ ჰანიეს, მომხდარის გამო სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ ისრაელი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე კანონის წინაშე აუცილებლად აგებს პასუხს.

იმავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა სოციალურ ქსელში გაზიარებულ პოსტში ჰენიეს, რომლის სამი შვილი და სამი შვილიშვილი ისრაელის თავდასხმას მოწამეობრივად დაიღუპნენ, სამძიმარი გამოუცხადა.



მსგავსი ინფორმაციები