თურქეთმა სომხეთ-აშშ-ევროკავშირის შეხვედრაზე განცხადება გააკეთა

ბრიუსელში სომხეთს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა

2125063
თურქეთმა სომხეთ-აშშ-ევროკავშირის შეხვედრაზე განცხადება გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დაგეგმილი შეხვედრა ზიანს მიაყენებს ნეიტრალიტეტის მიდგომას, რომელიც საფუძვლად უნდა იქცეს რეგიონში რთული პრობლემების გადაჭრისთვის.

5 აპრილს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სომხეთს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის მეორე ომის (2020 წლის ნოემბერი) შემდეგ ოკუპირებული მიწების გათავისუფლებამ და ყარაბაში 19-20 სექტემბერს განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენის შედეგად რეგიონში საბოლოო მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად ისტორიული შესაძლებლობა გაჩნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთ პერიოდში, როდესაც ძალიან ახლოს არის ამ ისტორიული შესაძლებლობის წარმატება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მესამე მხარეები, განსაკუთრებით არარეგიონული აქტორები, სამართლიანად და მიუკერძოებლად მიუდგნენ პროცესს და ფრთხილად აიცილონ თავიდან პროცესისთვის ზიანის მიყენება.

„ამ ფარგლებში, ჩვენი პასუხისმგებლობაა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ 2024 წლის 5 აპრილს დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა სომხეთს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, დააზარალებს ნეიტრალიტეტის მიდგომას, რომელიც საფუძვლად უნდა იქცეს რეგიონში რთული პრობლემების გადაჭრისთვის. ეს ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს აზერბაიჯანს, იმაზე მეტად ვიდრე ემსახურება მშვიდობას, გზას გაუხსნის სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური კონფლიქტის ზონად გადაქცევას“. - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში კიდევ ერთხელ გაკეთდა მოწოდება მესამე ქვეყნების მიმართ, გაითვალისწინონ რეგიონის პარამეტრები იმ ნაბიჯებში, რომლებსაც ისინი გადადგამენ პროცესის კონტექსტში და თანაბარი დისტანციით მიუახლოვდნენ მხარეებს და გამოთქმულია რწმენა, რომ სამხრეთ კავკასია აღდგება რეგიონში მუდმივი მშვიდობისა და სტაბილურობის საფუძველზე და მიაღწევს რეგიონულ კეთილდღეობას, რომელსაც იმსახურებს.

იქვე ხაზგასმულია, რომ თურქეთი ყოველთვის მზადაა ამ საკითხში თავისი წვლილი შეიტანოს და რომ ამის შემდეგაც ის გააგრძელებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მუდმივი მშვიდობისთვის ისტორიული შესაძლებლობის გამოყენების წახალისებას.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #სომხეთი , #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები