დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

2122553
დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

დღეს თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება

თურქეთში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. არჩევნებზე, რომელშიც 34 პოლიტიკური პარტია იღებს მონაწილეობას, ხმას 61 მილიონ 441 ათას 882 ამომრჩეველი მისცემს. აღმოსავლეთის 32 პროვინციაში ხმის მიცემა 07:00 საათზე დაიწყო და 16:00 საათზე დასრულდება. ამ პროვინციების გარდა სხვა ადგილებში კი ხმის მიცემა 08.00-დან 17.00 საათამდე მოხდება.

ამომრჩევლები აირჩევენ ადგილობრივ მმართველებს, რომლებიც მოვალეობას 5 წლის განმავლობაში შეასრულებენ.

დღევანდელ ადგილობრივ არჩევნებში ერთმანეთს 34 პოლიტიკური პარტიის კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ქვეყნის მასშტაბით 206 ათასზე მეტი საარჩევნო ყუთი დაიდგმება, ხმას კი 61 მილიონ 441 ათას 882 ამომრჩეველი მისცემს.

ადგილობრივ არჩევნებზე 30 ქალაქის, 51 პროვინციის, 973 რაიონის და 390 დაბის მერი და 50 ათას 336 უბნის რწმუნებულის ვინაობა გამოვლინდება. ჩატარდება პროვინციის გენერალური საბჭოსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების არჩევნები.

გუშინ, 18:00 საათზე საარჩევნო პროპაგანდის პროცესი დასრულდა. საარჩევნო აკრძალვები კი დღეს 23:59 საათზე დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები