რა საკითხები იქნა განხილული თურქეთ-ერაყის უსაფრთხოების მექანიზმის შეხვედრაზე?

რა საკითხები იქნა განხილული თურქეთ-ერაყის უსაფრთხოების მექანიზმის შეხვედრაზე?

2115693
რა საკითხები იქნა განხილული თურქეთ-ერაყის უსაფრთხოების მექანიზმის შეხვედრაზე?

თურქეთი მიესალმა ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK  არის ასევე ერაყში აკრძალული ორგანიზაცია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი და ერაყის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ფუად ჰუსეინი შეხვდნენ მათ თანმხლებ დელეგაციებს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში.

„თურქეთ-ერაყის უსაფრთხოების მექანიზმის შეხვედრის“ შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დასკვნით დეკლარაციაში აღინიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერაყში ვიზიტის მზადება რამადანის თვის შემდეგ.

დეკლარაციაში, ერაყის პოლიტიკური ერთიანობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მინიჭებული მნიშვნელობაზე ხაზგასმით, აღნიშნულია, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK წარმოადგენს თურქეთისა და ერაყის უსაფრთხოების საფრთხეს და, რომ აღნიშნული ორგანიზაციის ერაყის ტერიტორიაზე ყოფნა არღვევს ამ ქვეყნის კონსტიტუცია.

დეკლარაციაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთი მიესალმა ერაყის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK არის ერაყში აკრძალული ორგანიზაცია და რომ მხარეებმა კონსულტაციები გაუწიეს ერთმანეთს ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გასატარებელი ზომების დროს თურქეთის მხრიდან ერაყის ტერიტორიების გამოყენების თაობაზე.  



მსგავსი ინფორმაციები