პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა

2114599
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი მკაცრად გააკრიტიკა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ისრაელის მმართველებმა პასუხი უნდა აგონ ღაზაში დაღუპული ჩვილების გამო, ნაცვლად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ დამალონ გენოციდის სიმართლე“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ღაზასა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 32 ათასი ჩვენი ძმა მოწამეობრივად დაიღუპა. ასევე დაშავდა 73 ათასი პალესტინელი. ისრაელის სასტიკი თავდასხმების შედეგად ღაზა გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბავშვთა და ქალთა სასაფლაოდ. როდესაც ჩვენ ასე ვსაუბრობთ, (ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუ და მისი მკვლელი ბრბო ღიზიანდება. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ ვერასოდეს შეაჩერეს თაიფ ერდოღანი სიმართლის თქმისათვის. ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რომ მკვლელს მკვლელი არ ვუწოდოთ. ისრაელის მმართველებმა პასუხი უნდა აგონ ღაზაში დაღუპული ჩვილების გამო, ნაცვლად იმისა, რომ ისინი ცდილობდნენ დამალონ გენოციდის სიმართლე. მათ, ვინც ხოცავს უდანაშაულო მოქალაქეებს, რომლებიც რიგში დგანან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, ჩვენთვის არაფერი აქვთ სათქმელი“,  განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთი როგორც წარსულში, სამომავლოდაც გააგრძელებს პალესტინელი ძმების გვერდით დგომას.



მსგავსი ინფორმაციები