Turkish Airlines-ის ახალმა ბრენდმა „AJet-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Turkish Airlines-ის ახალმა ბრენდმა „AJet-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო

2114411
Turkish Airlines-ის ახალმა ბრენდმა „AJet-მა ბილეთების გაყიდვა დაიწყო

Turkish Airlines-ის ახალმა ბრენდმა "AJet"-მა ბილეთების გაყიდვა ოფიციალურ ვებგვერდზე "ajet.com"-ზე დაიწყო.

AJet, რომლის მიზანია 31 მარტიდან ფრენა უფრო თანამედროვე, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახადოს, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ფლოტში არსებული 95 თვითმფრინავით განახორციელებს ფრენებს 41 შიდა და 52 საერთაშორისო, სულ 93 მიმართულებით.

Ajet 10 წელიწადში გეგმავს გლობალური მასშტაბით გაზრდას, 200 თვითმფრინავიანი ფლოტით ფრენას 44 ქვეყანაში. იგი გახდება გლობალური სტანდარტების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის კონკურენტულ პოზიციას ბაზარზე.



მსგავსი ინფორმაციები