ბერძენი მინისტრი დღეს ანკარას ეწვევა

ბერძენი მინისტრი დღეს ანკარას ეწვევა

2113822
ბერძენი მინისტრი დღეს ანკარას ეწვევა

ანკარა-ათენს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიმართულებით დიპლომატიური მუშაობა გრძელდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურაკ აქჩაფარი და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ელჩი ალექსანდრა პაპადოპულო დღეს დედაქალაქ ანკარაში კონსულტაციებს გამართავენ.

შეხვედრის დეტალები საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მის მიხედვით, შეხვედრა თურქეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გაიმართება.

კონსულტაციების ფარგლებში დეტალურად განიხილება ორმხრივი ურთიერთობები.

შეხვედრაზე ასევე შეფასდება რეგიონული და საერთაშორისო მოვლენები.

საკონსულტაციო შეხვედრა არის ათენის დეკლარაციის გაგრძელება, რომელიც ხელმოწერილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საბერძნეთში 7 დეკემბერს ვიზიტის დროს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #საბერძნეთი

მსგავსი ინფორმაციები