ერდოღანმა ანტალიაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა

ერდოღანმა ანტალიაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა

2110087
ერდოღანმა ანტალიაში საზოგადოებას სიტყვით მიმართა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „როგორც ჩვენ ავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე თავისი პოლიტიკით, დიპლომატიით, მრეწველობით, ტექნოლოგიებით, სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით, ისე ავიყვანთ მწვერვალზე „თურქეთის საუკუნესთან ერთად“.

პრეზიდენტი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარე რეჯეფ თაიფ ერდოღანი მისი პარტიის ანტალიის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა.

მან განაცხადა, რომ ანტალია, რომელიც გამოირჩევა ტურიზმით, სოფლის მეურნეობითა და ვაჭრობით, დიპლომატიის ერთ-ერთ გლობალურ ვარსკვლავად იქცა და ანტალიის მე-3 დიპლომატიური ფორუმი, რომელიც გუშინ დაიწყო, ამ აღმავლობის ერთ-ერთი ნიშანია.

პრეზიდენმა განაცხადა, რომ ისინი შეასრულებენ დანაპირებს, რომ გააძლიერონ ანტალიის, როგორც მსოფლიო ქალაქის სტატუსი ყველა სფეროში.

„როგორც ჩვენ ავიყვანეთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე თავისი პოლიტიკით, დიპლომატიით, მრეწველობით, ტექნოლოგიებით, სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით, ისე ავიყვანთ მწვერვალზე „თურქეთის საუკუნესთან ერთად“. - განაცხადა პრეზიდენტმა,

„თურქეთი გასულ წელს 4,5 პროცენტით გაიზარდა, ჩვენმა ეროვნულმა შემოსავალმა 1,1 ტრილიონს და ერთ სულ მოსახლეზე კი 13 ათას დოლარს  გადააჭარბა. ჩვენ მიერ შექმნილ უწყვეტი ზრდის კლიმატის წყალობით, წარმოებაში, ექსპორტში, ტურიზმში ყოველწლიურად ახალი რეკორდების მოხსნით ვაგრძელებთ გზას“. - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი , #ანტალია

მსგავსი ინფორმაციები