ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პრეზიდენტ ერდოღანს მსოფლიო ლიდერები დაბადების დღეს ულოცავენ

2107475
ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ერდოღანს დაბადების დღე მიულოცა.

სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა ერდოღანს, თურქეთ-რუსეთის მეგობრულ ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მეორეს მხრივ, ერდოღან-პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით კრემლის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მზადება ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტთან დაკავშირებით გრძელდება და ეს შეიძლება მოხდეს მომავალ თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.  

მეორეს მხრივ, პრეზიდენტ ერდოღანს დაბადების დღე მიულოცეს ასევე ყაზახეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებმაც.



მსგავსი ინფორმაციები