თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და ალიევმა პირისპირი შეხვედრა გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და ალიევმა პირისპირი შეხვედრა გამართეს

2104448
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და ალიევმა პირისპირი შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 7 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

ალიევი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ჯერ ანითქაბირს ეწვია, სადაც თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმია განთავსებული.

ალიევმა, რომელმაც გვირგვინით შეამკო გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი და პატივი მიაგო მის ხსოვნას, ჩანაწერი გააკეთა ანითქაბირის სპეციალურ წიგნში.

ილჰამ ალიევმა შემდეგი ჩანაწერი გააკეთა:

„გულწრფელ პატივის მივაგებ გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქული სამყაროს დიდი შვილის, ნიჭიერი მეთაურის და გენიალური ლიდერის ხსოვნას. ასი წლის წინ მისი ყველაზე ბრწყინვალე ქმნილებით, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებით დიდმა ლიდერმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა თავისი სახელი ჩაწერა მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე და თავისი ხალხის გულში. როგორც მოძმე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ვხედავ მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული სახელმწიფოს ამჟამინდელ განვითარებას, კეთილდღეობას, ძალას და გლობალურ არენაზე გავლენას.

აზერბაიჯან-თურქეთის ურყევი ძმობის, ერთიანობისა და სოლიდარობის შენარჩუნება, რომელიც ჩვენი ხალხის უდიდესი სიმდიდრეა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, ჩვენი სტრატეგიული ალიანსის განვითარება და განმტკიცება ყველა ასპექტში, ორი ქვეყნის წინაშე დგას უმაღლეს მოვალეობად. დიდი პიროვნების გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის წმინდა ხსოვნა, რომელიც აზერბაიჯანის სიხარულს საკუთარ სიხარულად და მწუხარებას საკუთარ მწუხარებად მიიჩნევდა, მუდამ იცოცხლებს აზერბაიჯანელი ხალხის გულებში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს სული!"

მოგვიანებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ალიევს საპრეზიდენტო კომპლექსში ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა და ალიევმა პირისპირი შეხვედრა გამართეს, შემდეგ დელეგაციების შეხვედრას უხელმძღვანელებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.



მსგავსი ინფორმაციები