ილჰამ ალიევი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ალიევი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა

2104005
ილჰამ ალიევი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მის ქვეყანაში 7 თებერვალს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოვიდა.

კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში ნათქვამია: „ჩვენი პრეზიდენტის, ბატონ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევის საპასუხოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი 2024 წლის 18-19 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩვენს ქვეყანას. ვიზიტი, 7 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება ბატონი ალიევის პირველი ორმხრივ  საგარეო ვიზიტი“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ორშაბათს, 19 თებერვალს გასამართ შეხვედრებზე განიხილება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები ყველა ასპექტში და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები. გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, აზრთა გაცვლაც მოხდება მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე“.



მსგავსი ინფორმაციები