ჰაქან ფიდანი იორგოს იერაპეტრიტისს შეხვდა

ჰაქან ფიდანი იორგოს იერაპეტრიტისს შეხვდა

2103996
ჰაქან ფიდანი იორგოს იერაპეტრიტისს შეხვდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 60-ე კონფერენციაზე, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იორგოს იერაპეტრიტისს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ონჯუ ქეჩელის მიერ X ანგარიშზე გაკეთებული პოსტის მიხედვით, ფიდანი და იერაპეტრიტისი ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყო ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობები, ორ ქვეყანას შორის, 7 დეკემბერს ათენში გამართულ მე-5 უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოზე ხელმოწერილი შეთანხმებების შემდგომი გაგრძელება, პოლიტიკური დიალოგი, პოზიტიური დღის წესრიგი და ნდობის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში გადასადგმელი ნაბიჯები.

ქეჩელის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის თურქეთში ვიზიტის სამზადისი.



მსგავსი ინფორმაციები