ჰაქან ფიდანმა ლიბიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჰაქან ფიდანმა ლიბიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2099228
ჰაქან ფიდანმა ლიბიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთ-ლიბიის ურთიერთობები არის ძმური, რომელიც ღრმა ისტორიული ფესვებზეა დაყრდნობილი.

ჰაქან ფიდანმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ჩასულ ლიბიაში,  ეროვნული ერთიანობის მთავრობის პრემიერ-მინისტრს აბდულჰამიდ დიბეიბეს შეხვდა, შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთა.

ფიდანმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით ეწვია ლიბიას და დასძინა, რომ თურქეთ-ლიბიის ურთიერთობები არის ძმური, რომელიც დაყრდნობილია, ღრმა ისტორიული ფესვებზე.

„მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე თურქეთის მხარდაჭერა ლიბიის მთლიანობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიმართ. ჩვენ განსაკუთრებით განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. დიბეიბესთან შეხვედრის დროს ასევე განვიხილეთ რეგიონალური საკითხებიც, განსაკუთრებით სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენები და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით თანამშრომლობა“, განაცხადა ჰაქან ფიდანმა.

თავის მხრივ, მინისტრმა ფიდანმა განაცხადა, რომ მათ ორმხრივად დაადასტურეს თავიანთი მოსაზრებები თურქეთის ავიახაზების (THY) ლიბიის მიმართულებით ფრენების აღდგენის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები