პრეზიდენტმა ერდოღანმა ირანის პრეზიდენტი მიიღო

თურქეთ-ირანს შორის ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნება

2093088
პრეზიდენტმა ერდოღანმა ირანის პრეზიდენტი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტთან, იბრაჰიმ რაისთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ შევეხეთ ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას ტერორისტული ორგანიზაციების PKK/PYD/YPG და PJAK-ს წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ქვეყნებს და რეგიონს. ჩვენ ვანიჭებთ მნიშვნელობას ურთიერთნდობისა და საერთო ინტერესების საფუძველზე ჩვენს მეზობელ ირანთან ურთიერთობების გაღრმავებას. მე კიდევ ერთხელ ვგმობ 3 იანვარს ირანში მომხდარ ამაზრზენ ტერაქტს. მინდა განვაცხადო, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში ირანის გვერდით დგას“.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერეციაზე, პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ისაუბრა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე, რომელიც გასული წლის 7 ოქტომბრიდან გრძელდება.

„ჩვენ განვიხილეთ ღაზაზე ისრაელის არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობა და საჭირო ნაბიჯების გადადგმა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ. ჩვენ შევთანხმდით იმ ნაბიჯების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე, რომლებიც შემდგომ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერდოღანი და რაისი, თურქეთ-ირანის ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა: „ორმა რეგიონულმა ძალამ, თურქეთმა და ირანმა, უნდა გააძლიერონ თანამშრომლობა განვითარებისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ გადაწყვეტილი ვართ, მივაღწიოთ ირანთან 30 მილიარდი დოლარის სავაჭრო მიზანს. ჩვენს დღის წესრიგში დგას ირანთან ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა.“

თავის მხრივ, ფორუმის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის 10 შეთანხმებას მოეწერა ხელი.



მსგავსი ინფორმაციები