მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2089067
მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმეთ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ პირველი თურქი ასტრონავტის ალფერ გეზერავაჯის მოგზაურობა და სწავლა თურქი ახალგაზრდებისთვის შთაგონების წყარო იქნება.

თურქეთის პირველი პილოტირებული კოსმოსური მისიის შესახებ თავის წერილობით განცხადებაში მინისტრმა ქაჯირმა განაცხადა, რომ ისინი ბედნიერები, აღფრთოვანებული და ამაყები არიან.

„ამგვარად, ჩვენ გადავალთ თურქი მეცნიერების მიერ კოსმოსური მეცნიერების სფეროში ჩატარებული კვლევების ახალ ეტაპზე. ეროვნული კოსმოსური პროგრამა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, გავაფართოვოთ ჩვენი საყვარელი ერის ჰორიზონტები ზეცამდე“, აცხადებს ქაჯირი საკითხთან დაკავშრებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.

ცნობისათვის, პირველი თურქი კოსმოსური მოგზაური, ალფერ გეზერავჯი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმსახურებს, კოსმოსში ხვალ, 17 იანვარს ღამის 01:11 საათზე Ax-3-ის ეკიპაჟით გაემგზავრება.



მსგავსი ინფორმაციები