პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანელ კოლეგას იბრაჰიმ რეისის ტელეფონით ესაუბრა

2084121
პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანელ კოლეგას იბრაჰიმ რეისის ტელეფონით ესაუბრა.

საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა რეისის სამძიმარი გამოუცხადა კერმანში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო.

ერდოღანმა დაგმო მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმა, განაცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმთან ბრძოლაში ირანის გვერდით დგას და ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს ტერორიზმთან ბრძოლაში ერთობლივი მოქმედებისკენ.

საუბრის დროს ასევე გადაწყდა, რომ ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რეისის დღევანდელი ვიზიტი თურქეთში გადაიდება.

ირანის კერმანის პროვინციაში, რევოლუციური გვარდიის არმიის ყუდსის ძალების ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის საფლავთან გუშინ განხორციელებულ ორმაგ ტერაქტს 95 ადამიანი ემსხვერპლა.

2020 წლის 3 იანვარს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული სოლეიმანის მკვლელობის მე-4 წლისთავზე ირანში ხსოვნის პროგრამები იყო ორგანიზებული.



მსგავსი ინფორმაციები