ფაჰრეთთინ ალთუნმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთში ათეულობით საერთაშორისო ჯაშუში დააკავეს, რომლებიც „მოსადის“ სასარგებლოდ მუშაობდნენ

2083420
ფაჰრეთთინ ალთუნმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთთინ ალთუნმა, ეროვნული დაზვერვის სამსახურის (MİT) და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის ოპერაციებთან დაკავშირებით, ისრაელის დაზვერვის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ადრე პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა: „მათ, ვინც მსგავსს ცდილობს, არ უნდა დაავიწყდეს, რომ ამის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. ეს კი თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების სფეროში მიღწეულ პროგრესზე მიუთითებს და მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის ამის შესახებ“.

ფაჰრეთთინ ალთუნმა, თურქეთში იდენტიფიცირებული 46 ეჭვმიტანილი, რომლებიც სავარაუდოდ ახორციელებდნენ „საერთაშორისო ჯაშუშურ“ საქმიანობას „მოსადის“, სასარგებლოდ, მათგან 34 პირის დაკავებასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით შეფასებები გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ეს ნიშნავს, რომ ისინი არ იცნობენ თურქეთს, არ გვიცნობენ ჩვენ, თუ ასეთ შეცდომას დაუშვებენ, უნდა იცოდნენ, რომ ამაში ძალიან მძიმე ფასს გადაიხდიან. თუ გაბედავენ, თურქეთში ასეთ ნაბიჯის გადადგმას, ამის საფასურს გადაიხდიან. ისინი დაისჯებიან იმაზე მეტად, ვიდრე მათ ჰგონიათ. ვინც მსგავსს ცდილობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული. არ არსებობს მსოფლიოში ერი, რომელმაც არ იცის ამის შესახებ. ეს კი იმაზე მიუთითებს თუ რა ძალა აქვს თურქეთის დაზვერვას და უსაფრთხოებას, უფრო მეტიც, ჩვენ არ ვართ გუშინ შექმნილი სახელმწიფო, ეს არავინ უნდა დაივიწყოს“.



მსგავსი ინფორმაციები