სტამბოლი გაეროს რეგიონალური ცენტრი ხდება

სტამბოლი გაეროს რეგიონალური ცენტრი ხდება

2082003
სტამბოლი გაეროს რეგიონალური ცენტრი ხდება

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო წინადადება, სტამბოლში გაეროს განვითარების საკოორდინაციო ოფისის შექმნის შესახებ.

წინადადება, სავარაუდოდ, ახალ წელს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე განიხილება და დაკანონდება.

2022 წლის 9 ნოემბერს, ნიუ-იორკში, თურქეთსა და გაეროს შორის გაფორმებული შეთანხმების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ შეიქმნას 5 განვითარების საკოორდინაციო რეგიონული ოფისი, რათა უზრუნველყოფილიყო რეგიონული კოორდინაცია რეზიდენტულ საკოორდინაციო ოფისებს შორის.

გადაწყდა, რომ სტამბოლი უმასპინძლებს აღნიშნულ ოფისებს, ისევე, როგორც პანამას, ადის-აბებას, ამანის და ბანგკოკის ოფისები.

დასაბუთებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეთანხმება სტამბოლში გაეროს განვითარების საკოორდინაციო რეგიონული ოფისის შექმნის შესახებ არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია თურქეთის მიზნის ფარგლებში, „სტამბოლი გაეროს ცენტრად აქციოს“.



მსგავსი ინფორმაციები