ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

2081557
ჰაქან ფიდან-ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა.

დიპლომატიური წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბლინკენის თხოვნით გამართული სატელეფონო საუბრის დროს, შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი იქნა განხილული.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში შვედეთის წევრობის პროცესი გრძელდება.

თავის მხრივ, F-16-ების გაყიდვასთან დაკავშირებით, ფიდანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია და კონგრესი, იმოქმედებენ ალიანსის სულისკვეთებით და აღებული ვალდებულებები შესრულდება.

მეორეს მხრივ, სატელეფონო საუბრის დრსო, ღაზაში მიმდინარე ბოლო მოვლენები, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თემა და კვიპროსის საკითხიც იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები