პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2080689
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ტერორიზმთან ბრძოლას მტკიცედ გააგრძელებენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება, გუშინ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტის მე-2 ასაფრენი ბილიკის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.

აქ სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ტერორიზმთან ბრძოლაში ერთიანობისა და სოლიდარობის მესიჯი გასცა.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ჩაშალეს ზეწოლა, მუქარა და ბნელი სცენარები დაწერილი იმპერიალისტური ძალების მიერ თურქეთის შესახებ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი არ დაუშვებენ ტერორის ბარონებს კანდილსა და სირიაში, რომლებიც თურქეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„ტერორისტული თავდასხმების გზით ჩვენი ქვეყნის დაყოფის გეგმების შენახვის ვადა ამოიწურა. ჩვენ არასოდეს დავუშვებთ 85 მილიონი თურქის, ქურთის, არაბის, ალევისტის და სუნიტ ძმებს შორის უთანხმოების ჩამოგდებას,“ განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.  



მსგავსი ინფორმაციები