რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს ტელეფონით ესაუბრა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს ტელეფონით ესაუბრა
2078586
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქუვეითის ახალ ემირს, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს ტელეფონით ესაუბრა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ქუვეითის ემირის, შეიხ ნავაფ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ალ-საბაჰის გარდაცვალების გამო.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთ-ქუვეითის ურთიერთობები, გლობალური და რეგიონალური საკითხები იქნა განხილული.
პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს ახალ ემირს, მიშალ ალ-აჰმად ალ-ჯაბერ ალ-საბაჰს ამ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.