ერდოღან-ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღან-ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია

2078109
ერდოღან-ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას აწარმოებს ღაზაში ისრაელის სისასტიკის დასასრულებლად.

პრეზიდენტმა ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ღაზაში ჩვენ მთელი ძალით ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ისრაელის სისასტიკე. როგორც თურქეთი, ჩვენ პირველივე დღიდან ვახორციელებთ ინტენსიურ დიპლომატიურ ძალისხმევას ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის დასამყარებლად და საომარი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად. ანალოგიურს მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას. საერთაშორისო საზოგადოებას ასევე მოვუწოდებთ, დამოუკიდებელი და სუვერენული პალესტინა აღიარონ“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრესკონფერენციის დროს, პრეზიდენტმა ერდოღანმა, რუსეთ-უკრაინის ომზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს უკრაინაში დიპლომატიურ გადაწყვეტაზე ორიენტირებულ მუშაობაზე. როგორც თურქეთი, ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ დაუმთავრებელი სტამბულის პროცესი, თუ იქნება მხარეთა მოთხოვნა“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთ-უნგრეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებები მხარეებს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს.

პრესკონფერენციის დროს ვიქტორ ორბანმა კი განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ თურქეთს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხში.

ცნობისათვის, ერთობლივი პრესკონფერენციის დაწყებამდე თურქეთსა და უნგრეთს შორის 16 სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულება გაფორმდა.



მსგავსი ინფორმაციები