ნუმან ქურთულმუშმა ღაზაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა

ნუმან ქურთულმუშმა ღაზაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა

2075367
ნუმან ქურთულმუშმა ღაზაში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის (TBMM) თავჯდომარემ ნუმან ქურთულმუშმა ყურადღება გაამახვილა პალესტინაში მომხდარ ადამიანურ ტრაგედიაზე და განაცხადა, რომ თურქეთის გარანტიით ახალი ერა უნდა დაიწყოს.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ ასამბლეაზე, 2024 წლის ბიუჯეტის მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებების გახსნის სიტყვაზე ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ქურთულმუშმა ყურადღება გაამახვილა პალესტინაში მომხდარ ადამიანურ ტრაგედიაზე.

„ისრაელი, პალესტინის ტერიტორიებზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ დანაშაულს ჩადის. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მკაფიო დებულებების მიუხედავად, უკვე თვეებია ეს ტრაგედია ვერ იქნა აღმოფხვრილი. გაერო იქცა ორგანიზაციად, რომელიც არსებობს მხოლოდ ქაღალდზე. ადამიანის უფლებების დარღვევის შესაჩერებლად საჭიროა ახალი სისტემა. იმედი მაქვს, რომ ახალი ეპოქა დამყარდება, როდესაც თურქეთი გახდება გარანტი, ახალი სამყაროს დაარსების იმედით“, განაცხადა ქურთულმუშმა.



მსგავსი ინფორმაციები