პრეზიდენტი ერდოღანი: „სრული რწმენა გვაქვს, რომ პალესტინა გაიმარჯვებს“

პრეზიდენტი ერდოღანი: „სრული რწმენა გვაქვს, რომ პალესტინა გაიმარჯვებს“

2074338
პრეზიდენტი ერდოღანი: „სრული რწმენა გვაქვს, რომ პალესტინა გაიმარჯვებს“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნების დროს ჟურნალისტებთან მორიგი შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ სრული რწმენა გვაქვს, რომ პალესტინა გაიმარჯვებს. პალესტინის გამარჯვება ნიშნავს მსოფლიო მშვიდობის გამარჯვებას და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულების აღდგენას. თუ ჩვენ არ გვინდა უფუნქციო გლობალური სისტემა, თუ არ გვინდა გაფუჭებული საერთაშორისო სამართალი, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი პალესტინის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლიერი და მჩაგვრელი გაიმარჯვებს, რაც უბედურება იქნება მთელი მსოფლიოსთვის.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან თემასთან დაკავშირებით შესაძლო სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ყველამ კარგად იცის ღაზას მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. თუ დაგვირეკავს, ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რაზეც უნდა ვისაუბროთ“.

ერდოღანმა, გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან გლობალური სისტემის განგაშის ღილაკის დაჭერის შესახებაც ისაუბრა და დასძინა: „ეს ახსენებს იმ ელემენტებს, რომლებიც ქმნიან სტრუქტურას, რომელიც შეიქმნა მსოფლიო მშვიდობის შესანარჩუნებლად, ‘არ დაივიწყო შენი მოვალეობა’. იმედი მაქვს, გაეროს უშიშროების საბჭო გაითვალისწინებს ამ მოწოდებას“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს კიდევე ერთხელ დასძინა, რომ ჰამასი არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, ის არის პოლიტიკური მოძრაობა.



მსგავსი ინფორმაციები