პრეზიდენტი ერდოღანი დღეს საბერძნეთში მიემგზავრება

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს საბერძნეთში მიემგზავრება

2073512
პრეზიდენტი ერდოღანი დღეს საბერძნეთში მიემგზავრება

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის მიწვევით და თურქეთ-საბერძნეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრაზე დასასწრებად დღეს ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვევა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, დედაქალაქ ათენში, პრეზიდენტის ერდოღანისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიცოტაკისის თავმჯდომარეობით და შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით გასამართ საბჭოს სხდომაზე განიხილება თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები ყველა განზომილებით და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

შეხვედრებზე თავიანთ მოსაზრებებს გაცვლიან ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე მიმდინარე რეგიონულ და გლობალურ მოვლენებზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება სხვადასხვა ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, რომლებიც მიმართულია ორმხრივი ურთიერთობების სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებისკენ.



მსგავსი ინფორმაციები