პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2072286
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „მათ, ვინც ცდილობს ჩუმად გადალახოს ამდენი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი, ჰამასის საბაბით, მათ კაცობრიობისთვის სათქმელი ერთი სიტყვაც კი არ აქვთ.“

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკისა და სავაჭრო თანამშრომლობის მუდმივ კომიტეტში (İSEDAK) გამართულ 39-ე შეკრებაზე მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული ყოველი 3 ადამიანიდან 2 ბავშვი, ჩვილი და ქალია.

ერდოღანის თქმით, გაეროში ომის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაზე 121 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო 3-5 ქვეყანა ისრაელის თავდასხმების გაგრძელების მომხრეა.

„არსებობს გლობალური მექანიზმი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს 3-5 ქვეყანა იტყვის კარგს. შეუძლებელია ასეთი სტრუქტურით მშვიდობის დამყარება, კონფლიქტების შეჩერება ან კაცობრიობისთვის იმედის მიცემა. რაც შეეხება, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას, რომლის მიზანიც პალესტინის საქმის დაცვაა, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს, რომ ერთად იმოქმედონ. ჩვენ არ დავუშვებთ ბირთვული იარაღის საკითხის დავიწყებას, რომლის არსებობასაც ისრაელი აღიარებს. აქვს თუ არა ისრაელს ატომური იარაღი? აქვს, მაგრამ თუ ჰკითხავთ, ამბობენ, რომ არა. ღაზას ჯალათი, (ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ) ნეთანიაჰუ არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას აუცილებლად გაასამართლებენ, როგორც მილოშევიჩს გაასამართლეს. რაც შეეხება, თურქეთს, ჩვენ მზად ვართ ავიღოთ ყველა სახის პასუხისმგებლობა, მათ შორის გარანტია მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, განაცხადა პრეზიდენტმა ეროღანმა.



მსგავსი ინფორმაციები