პრეზიდენტი ერდოღანი კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტი ერდოღანი კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

2071645
პრეზიდენტი ერდოღანი კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ის, რაც ღაზაში მოხდა, ომის დანაშაულია და რომ დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე.

პრეზიდენტი ერდოღანი გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო შეთანხმების მხარეთა 28-ე კონფერენციის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ მსოფლიო კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მშვიდობას ყველა კრიზისში, მუშაობს  საკითხის სამართლიანობაზე დაფუძნებული გადაწყვეტისთვის და  შეეხო ისრაელის ღაზის სექტორზე თავდასხმებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად 16 ათასზე მეტი უდანაშაულო პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის, ძირითადად ბავშვებისა და ქალების დაღუპვა  არ შეიძლება გამართლდეს.

„ის, რაც ღაზაში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულია; დამნაშავეებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ საერთაშორისო სამართლის წინაშე“. - განაცხადა პრეზიდენტმა.

„განვითარებული უახლესი მოვლენებით, ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ 1967 წლის საზღვრების საფუძველზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი, სუვერენული და ტერიტორიულად მთლიანი პალესტინის სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმია“. - თქვა ერდოღანმა და დაამატა, რომ თურქეთი მზადაა აიღოს ნებისმიერი პასუხისმგებლობა ამის დამყარების კუთხით.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის მოწოდებას: „სამყარო 5-ზე დიდია და შესაძლებელია უფრო სამართლიანი სამყარო“.

ერდოღანმა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა და პირველი შეხვედრა შოტლანდიის პრემიერ-მინისტრ ჰამზა იუსუფთან გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული და გლობალური მოვლენები, ასევე ღაზის სექტორში ბოლო ვითარება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე მოკლე საუბარი გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

შეხვედრების ფარგლებში ერდოღანი მოგვიანებით ცალ-ცალკე შეხვდა იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და უზბეკეთის პრეზიდენტს შევქეთ მირზიოევს.

ერდოღან-მელონის შეხვედრის დროს განიხილეს ისრაელის თავდასხმები ღაზაზე, თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების მცდელობები ღაზის სექტორისთვის და ის თუ რა უნდა გაკეთდეს გრძელვადიანი მშვიდობისთვის.

შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა რეგიონში დღითიდღე უარესდება და თავდასხმების გაგრძელებასთან ერთად აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ისრაელის შესაჩერებლად.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ბოლო მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა რეგიონში 1967 წლის საზღვრებში პალესტინის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს შექმნის მნიშვნელობა და ამ საკითხში იტალიასთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის დროს მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები თავდაცვის ინდუსტრიაზე, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, საბაჟო კავშირის განახლებასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე.



მსგავსი ინფორმაციები