პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ შეაფასა

ნეთანიაჰუმ თავისი სახელი უკვე დაწერა ისტორიაში, როგორც „ღაზას ჯალათი“.

2070405
პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზაში არსებული ვითარება კიდევ ერთხელ შეაფასა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის მიერ პალესტინელების წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის შესახებ განაცხადა: „ჩვენი ძმები ღაზაში 7 ოქტომბრიდან მოყოლებული კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სახიფათო თავდასხმებს ექვემდებარებოდნენ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ისრაელის ძალები 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ანადგურებდნენ ღაზას მთელი მსოფლიოს თვალწინ. მათ ჩაიდინეს ყველა სახის სისასტიკე, რამაც ბნელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. დაახლოებით 16 ათასი ჩვენი ღაზელი და-ძმა, რომელთაგან 70 პროცენტზე მეტი ქალი და ბავშვი იყო, ისრაელის თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა, 35 ათასზე პალესტინელი კი დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც ღაზაში ბოლო საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე ჩაიდინა, თავისი სახელი უკვე დაწერა ისტორიაში, როგორც „ღაზას ჯალათი“. ეს შავი ლაქა არა მარტო ნეთანიაჰუს შუბლზეა დარჩენილი, არამედ ყველას, ვინც მას უპირობოდ უჭერს მხარს“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები