პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

2068599
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ღაზაში, 7 ოქტომბრის შემდეგ, ფეხქვეშ გათელეს ყველაფერი, რაც ძვირფასია კაცობრიობისთვის, მოხდა დიდი სისასტიკე და ხოცვა-ჟლეტა“.

კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ წელს მესამედ გამართულ საერთაშორისო სტრატეგიული კომუნიკაციის სამიტზე (Stratcom Summit'23) გაგზავნილ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ერდოღანმა, სტამბოლში მონაწილეების მასპინძლობის გამო დიდი კმაყოფილება გამოთქვა.

პრეზიდეტმა ერდოღანმა ვიდეომიმართვაში ღაზაში განვითარებულ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციაზე 40-მა ქვეყანამ თავი შეიკავა და 121 ქვეყანამ ხმა მისცა „კი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და ღირებული იმით, რომ ასახავდა კაცობრიობის საერთო სინდის. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ საერთაშორისო მედია ორგანიზაციები მიკერძოებულ პუბლიკაციებს ავრცელებენ, იქ მომხდართან დაკავშირებით. მათ ვინც სიმართლეს ავრცელებს, მივესალმები. დეზინფორმაციასთან ბრძოლის ფარგლებში, ჩვენი ცენტრის მეშვეობით გავამჟღავნეთ 100-ზე მეტი მიზანმიმართული და ყალბი ამბავი რა, გავამჟღავნეთ სიმართლე. ჩვენმა კომუნიკაციების დეპარტამენტმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობამ (TRT) და სააგენტო ანადოლუმ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები. მათ ამ პროცესში მართლაც მამაცი პოზიცია აჩვენეს“.



მსგავსი ინფორმაციები