პრეზიდენტმა ერდოღანმა ალჟირში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ალჟირში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

2067128
პრეზიდენტმა ერდოღანმა ალჟირში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენ არანაირად არ ვეთანხმებით ისრაელის თავდასხმებს (ღაზის სექტორზე), რომელიც გადაიქცა კოლექტიურ სასჯელად და წარმოადგენს ომის დანაშაულს“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ალჟირში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტის აბდულმეჯიდ თებუნის მიწვევით თურქეთ-ალჟირს შორის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეორე შეხვედრაზე დასასწრებად გაემგზავრა.

თავის განცხადებაში ერდოღანმა ღაზის სექტორში ისეთ ადგილებზე თავდასხმას, როგორიცაა საავადმყოფოები, სალოცავი ადგილები და სკოლები, რომლებიც ყველა თვალსაზრისით უნდა იყოს დაცული, და ხალხის მიგრაციის იძულებას, უსინდისობა და ბარბაროსობა უწოდა.

„ჩვენ არანაირად არ ვეთანხმებით ისრაელის თავდასხმებს, რომლებიც გადაიქცა კოლექტიურ სასჯელად და წარმოადგენს ომის დანაშაულს“. - თქვა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1967 წლის საზღვრებში დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმი, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა გარდაუვალია და რომ ისინი ამ მიმართულებით განაგრძობენ მუშაობას.

"(რაც შეეხება ისრაელსა და ჰამასს შორის მოლაპარაკებებს მძევლების დაბრუნებასთან დაკავშირებით) ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრიც და MİT-ის ხელმძღვანელიც აგრძელებენ პროცესს კატართან ერთობლივი მუშაობით." -  აღნიშნა პრეზიდენტმა და თქვა, რომ მათი პრიორიტეტებია ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დამყარება და რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #ალჟირი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები