ღაზას სექტორიდან ევაკუირებული თურქები სამშობლოში დაბრუნდნენ

ღაზას სექტორიდან ევაკუირებული თურქები სამშობლოში დაბრუნდნენ

2066159
ღაზას სექტორიდან ევაკუირებული თურქები სამშობლოში დაბრუნდნენ
gazze'den tahliye edilen Turkler1.jpg
gazze'den tahliye edilen Turkler.jpg

ისრაელის თავდასხმების გამო ღაზას სექტორიდან ევაკუირებული თურქეთის 42 მოქალაქე გუშინ სტამბულში ჩავიდა.

თურქეთის 42 მოქალაქე, რომლებიც გუშინ, რაფას სასაზღვრო კარიბჭიდან ეგვიპტეში ჩავიდნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, დედაქალაქ კაიროდან სტამბოლში, თურქეთის ავიახაზების (THY) თვითმფრინავით ჩამოვიდნენ.

სტამბოლის აეროპორტში თურქ მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აიშე სოზენ უსლუერი დახვდა.

უსლუერმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „როგორც მოგეხსენებათ, კრიზისის დაწყებისთანავე შესაძლებელი იყო ჩვენი 30 მოქალაქის ევაკუაცია, მაგრამ ეს ევაკუაციები შეწყდა რაფას სასაზღვრო კარიბჭის დაკეტვის გამო, მაგრამ ჩვენი დიპლომატიური მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდა. ჩვენი ამ მუშაობით, კიდევ 42 ჩვენი მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორც სხვა კრიზისულ რეგიონებში, აქაც ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს, როგორც თურქეთის ასევე მეგობარი ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის“.



მსგავსი ინფორმაციები