ანკარა-ათენს შორის „ნდობის აღდგენის“ მორიგი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება

ანკარა-ათენს შორის „ნდობის აღდგენის“ მორიგი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება

2065098
ანკარა-ათენს შორის „ნდობის აღდგენის“ მორიგი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ვიზიტის შემდეგ თურქეთ-საბერძნეთის სამხედრო ნდობის აღდგენის ღონისძიებების შემდეგი შეხვედრა საბერძნეთში გაიმართება.

მინისტრმა გიულერმა გუშინ, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები საბერძნეთთან იყო ძალიან პოზიტიური.

„იმედია, ასე გავაგრძელებთ. ჩვენი პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ნდობის აღდგენის მორიგი  შეხვედრა იქ (საბერძნეთში) გაიმართება“, განაცხადა იაშარ გიულერმა.

მინისტრის თქმით, მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით თარიღს, საბერძნეთი დაადგენს.



მსგავსი ინფორმაციები